თსუ რექტორის 2025 წლის 04 აპრილის ბრძანების No 66/01-01 და 04 აპრილის No68/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“), აღსრულების მიზნით ვბრძანებ:
1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო ჭალაგანიძე - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
- მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;
2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2025 წლის 19 მაისის 18:00 საათამდე.
3. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს
კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი